Thursday 28 May 2015

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
აკრობატული ვარჯიში(წინკოტრიალი, ბეჭყირა)
სწავლების საფეხური
დაწყებითი  საფეხური მე-5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
6 ბავშვი.
 არცერთს არ ესაჭიროება ისიგს სწავლება
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეს იგებს ჯანსაღი ცხობრების წესის მნიშვნელობას. ეცნობა აკტობატულ ვარჯიშს. სწავლობს სწორ სუნთქვას. მოსწავლეს უნვითარდება დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
გაკვეთილის მიზნები შედეგები

სპ.V.2.მოსწავლეს ფიზიკური აქტივობისას შეუძლია წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევევა (გადაადგილება, მანიპულირება, წონასწორობის შენარჩუნება)

1.აკრობატული ვარჯიშების (წინკოტრიალი, ბეჭყირა) შესწავლა და სრულყოფა
2.რიტმული ტანვარჯიშის კომპლექსების შესწავლა;
3.კოორდინაციის განვითარება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან მოწყობა,  მარტივი ვარჯიშები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით(განმსაზღვრელი შეფასება)
სასწავლო მასალა და ატექნიკური რესურსები
სატანვარჯიშო რგოლი, ლეიბები, კონუსები, ბურთი, ლახტი.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
ა ფაზა (გამოწვევა) -8წუთი აქტივობა
კლასის ორგანიზება
გამამხნევებელი ვარჯიშები(მარტივი ვარჯიში ორგანიზმის მოსამზადებლად)1. მოედნის გარშემო მწყობრი ნაბიჯით სიარული;(სიარული ფეხის წვერებზე ხელები თავის უკან,იდაყვები გაშლილი,სიარულის დროს წინ არ გადავიხოროთ მოკლე ნაბიჯი);ბ)სიარული ქუსლებზე (დავიცვათ სიარულის ტემპი,წინ არ გადავიხაროთ); სირბილი დარბაზის ირგვლივ-ტემპი ნელი,თითოეული დარბის, როგორც შეუძლია. სიარული დარბაზის ირგვლივ- სუნთქვის აღდგენა. ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსი.

ბ ფაზა(შინაარსის კონსტრუირება - 30 წუთი
მოსწავლეები დავყოთ წყვილებად.ვარჯიშს ასრულებენ ერთმანეთის მიყოლებით.ა)წინკოტრიალი; საწყისი მდგომარეობა-ფეხების წვერებზე ჩაცუცქული, ხელები ლეიბზე. დავეყრდნოთ ხელებზე,ავირეკნოთ ფეხებით, გადავკოტრიალდეთ ბეჭებზე. ბეჭები მომრგვალებულია, თავი ეყრდნობა მკერდს წინკოტრიალის შესრულების შემდეგ ავდგეთ ფეხზე. ის მოსწავლეები, რომლებმაც წინკოტრიალი აითვისეს,ვარჯიშს ასრულებენ მიყოლებით.
ბ.2-3წინ- და უკუკოტრიალი მიჯრით; დავალაგოთ ლეიბები ისეთი გათვლით, რომ ერთ ლეიბზე ორი მოსწავლე ივარჯიშებს. კლასი გავყოთ ორ ჯგუფად; 1 ჯგუფი ლეიბების ერთი მხრიდან ასრულებს ვარჯიშს, მე-2 ჯგუფი-მეორე მხრიდან .მასწავლებელი აჩვენებს  მოსწავლეებს უკუკოტრიალის ილეთებს. ვარჯიშის უკეთ დასასწავლად ვატარებთ ჯგუფებს შორის შეჯიბრს გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც უშეცდომოთ და ყველაზე


სწრაფად შეასრულებს ვარჯიშს. ბეჭისყრა. მასწავლებელი უხსნის და აჩვენებს,როგორ უნდა შესრულდეს ეს ვარჯიში. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით იმეორებენ ვარჯიშს ასრულებენ დაკვირვებით თუ როგორ აითვისეს ბავშვებმა ეს ილეთი,ვატარებთ სიუჟეტურ თამაშს; ავანთოთ სანთელი’  მასწავლებლის ნიშანზე ავანთოთ სანთელი მოსწავლეები მირბიან ლეიბთან წვებიან და ასრულებენ ვარჯიშს3წმ ყოვნდებიან მასწავლებლის ნიშანზე სანთელი ჩაქრა ბრუნდებიან საწყის მდგომარეობაში.ვარჯიშები რგოლით; ვარჯიშობს ერთდროულად მთელი კლასი ;30წმ-წელზე ტრიალი ბრუნვის სიჩქარის ცვლილებით; 30წმ-ტრიალით რგოლის  მოძრაობა მთელ ტანზე ქვევით -ზევით ბრუნვების სიჩქარის ცვლილების ხარჯძე.30წმ-ტრიალი გაჭიმულ მარჯვენა ხელზე და შემდეგ გაჭიმულ მარცხენა ხელზე

ც ფაზა - 7 წუთი
გაკვეთილის შეჯამება


პრეზენტაცია

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლემ შეძლო  ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევევის შესწავლა
მოსწავლემ საერთოდ ვერ შეძლო  ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევევის შესწავლა
მოსწავლემ დიდი ხარვეზებით შეძლო  ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევევის შესწავლა
მოსწავლემ შეძლო  ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევევის შესწავლა, მაგრამ დაუშვა რამდენიმე შეცდომა
მოსწავლემ სრულყოფილად შეძლო  ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევევის შესწავლა
შეძლო აკრობატული ვარჯიშების (წინკოტრიალი, ბეჭყირა) შესწავლა და სრულყოფა
 ვერ შეძლო აკრობატული ვარჯიშების (წინკოტრიალი, ბეჭყირა) შესწავლა და სრულყოფა
ნაწილობრივ შეძლო აკრობატული ვარჯიშების (წინკოტრიალი, ბეჭყირა) შესწავლა და სრულყოფა
შეძლო აკრობატული ვარჯიშების (წინკოტრიალი, ბეჭყირა) შესწავლა და სრულყოფა, მაგრამ დაუშვა რამდენიმე შეცდომა
სრულყოფილად შეძლო აკრობატული ვარჯიშების (წინკოტრიალი, ბეჭყირა) შესწავლა და სრულყოფა
შეძლო რიტმული ტანვარჯიშის კომპლექსების შესწავლა;
და კოორდინაციის განვითარება.
ვერ შეძლო რიტმული ტანვარჯიშის კომპლექსების შესწავლა;
და კოორდინაციის განვითარება.
ნაწილობრივ შეძლო რიტმული ტანვარჯიშის კომპლექსების შესწავლა;
და კოორდინაციის განვითარება.
მეტ-ნაკლებად შეძლო რიტმული ტანვარჯიშის კომპლექსების შესწავლა;
და კოორდინაციის განვითარება.
სრულყოფილად შეძლო რიტმული ტანვარჯიშის კომპლექსების შესწავლა;
და კოორდინაციის განვითარება.